ლ. გუდიაშვილი როგორც ელენე ახვლედიანი იყო ფერმწერი, კინოს და თეატრის მხატვარი და გრაფიკოსი. ის დაიბადა 18 მარტს 1896 წელს თბილისში.
ის სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910-1914). 1914 წელს ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება' დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები.
1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება. ხოლო1917-შიმონაწილეობა მიიღო ე. თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამ. საქართველოს ექსპედიციაში.
1919 წლიდან 1926 წლამდე სწავლობდა პარიზში რონსონის ე. წ. "თავისუფალ აკადემიაში" . ამ წლებში ასევე გამართა პერსონალური გამოფენები. პარიზში გამოვიდა წიგნი მასზე.
1926-1932 წლებში ლადო ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.
საქართველოში დაბრუნებისას ლადოს თემატიკა ფართოვდებოდა.
მისი გამორჩეული ნახატებია:"მოქეიფენი ეტლში", "თევზი ცოცხალი", "სადღეგრძელო გარიჟრაჟზე" და ა.შ.
ასევე არის ცნობილი, რომ ლადო არ უხატავდა ქალებს ყურებს, რადგან ეგონა რომ ისინი ამახინჯებდნენ მათ.
No comments:
Post a Comment