ელენე ახვლედიანი

                                 ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი იყო ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და თეატრისა და კინოს მხატვარი.ის დაიბადა 5 ან 18 აპრილს 1901 წელს თელავში.
1922 წელს სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იყო გ. გაბაშვილის მოწაფე. დაამთავრა სტიპენდიით. შემდეგ პარიზში, პოლაროსის აკადემიაში განნაგრძო სწავლა(1922-1927). 1927 წელს დაბრუნდა საქართველოში.მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში.ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით.
მისი ნახატებისგან გამოირჩევა  თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები.ასევე მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“; „კახეთი-ზამთარი“; „ძველი თბილისი“ და ა.შ.
ელენე თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო კ. მარჯანიშვილის თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.
ელენე ახვლედიანი გარდაიცვალა 30 დეკემბერს1975 წელს
თბილისში.
ის ძირითადად ხატავდა პეიზაჟებს.

No comments:

Post a Comment